Home » მსოფლიო » ისრაელში ჩატარებული კვლევა – Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა კოვიდ 19-ის სიმპტომურ შემთხვევებს 94%-ით ამცირებს

ისრაელში ჩატარებული კვლევა – Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა კოვიდ 19-ის სიმპტომურ შემთხვევებს 94%-ით ამცირებს

ისრაელში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ 600 000 მოქალაქეში, რომელმაც Pfizer/ BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა მიიღო, კოვიდ 19-ის სიმპტომური შემთხვევები 94%-ით შემცირდა, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის ჯანდაცვის უმსხვილესი პროვაიდერი, Clalit-ი იუწყება.

მათივე ინფორმაციით, მოქალაქეების იმავე ჯგუფში დაავადების მძიმე ფორმის განვითარების რისკი 92%-ით ნაკლები იყო.

Reuters-ი წერს, რომ შედარება გაკეთდა იმავე რაოდენობის მოქალაქეების ჯგუფთან, რომლებსაც ვაქცინა არ გაუკეთებიათ.

”რეალობა ცალსახად აჩვენებს, რომ Pfizer– ის კორონავირუსის ვაქცინა ძალიან ეფექტურია მეორე დოზის მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ, როგორც ეს მანამდე, კლინიკური კვლევის დროს დადასტურდა”, – განაცხადა Clalit-ის ინოვაციის მთავარმა ოფიცერმა რენ ბალიცერმა.

მისი თქმით, მონაცემების თანახმად, Pfizer/ BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კიდევ უფრო ეფექტურია მეორე დოზის მიღებიდან ორი კვირის ან მეტი ხნის შემდეგ.

Share