Home » ახალი ამბები » ისრაელის სამ ტელეარხზე აჭარის შესახებ გადაცემები გავა
ისრაელის სამ ტელეარხზე აჭარის შესახებ გადაცემები გავა

ისრაელის სამ ტელეარხზე აჭარის შესახებ გადაცემები გავა

 ისრაელის ცნობილ ტელეარხებზე Travel Channel, Channel 10  და  Good Life Channel აჭარის შესახებ გადაცემები გავა. გადამღები ჯგუფი აჭარას სტუმრობდა და მის ტურისტულ პოტენციალს გაეცნო. მათ ობიექტივში მოხვდა მტირალას ეროვნული პარკი თავისი სერვისებით, ბოტანიკური ბაღი, მაღალმთიანი აჭარა სამზარეულოთი, ფოლკლორი და  ღამის ცხოვრება ბათუმში. ისრაელში პოპულარული ტელეწამყვანი აჭარაში მოგზაურობს და მაყურებელს თავის გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს უზიარებს.

გადაცემა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ისრაელში ჩატარებული პიარ კამპანიების ფარგლებში მზადდება. ის Travel Channel-სა და Good Life Channel-ის ეთერში ზაფხულის სეზონის განმავლობაში 10-ჯერ გავა. აჭარის ტურიზმისა და კურორტები დეპარტამენტი პიარ და მარკეტინგულ კამპანიებს ისრაელში 2012 წლიდან აწარმოებს.

 

Share