Home » ბიზნესი » ისრაელის კომპანიები საქართველოში თევზის მეურნეობის მოწყობას გეგმავენ
ისრაელის კომპანიები საქართველოში თევზის მეურნეობის მოწყობას გეგმავენ

ისრაელის კომპანიები საქართველოში თევზის მეურნეობის მოწყობას გეგმავენ

საპარტნიორო ფონდმა ისრაელის ორ კომპანიასთან – Aquamaof Aquaculture Technologies და JVS I.G. Capital Investment ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმით გათვალისწინებულია, საქართველოში თევზის მეურნეობის მოწყობა. იგეგმება, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მეურნეობის აშენება, სადაც მოხდება რამდენიმე სახეობის თევზის წარმოება და გადამუშავება, როგორც ადგილობრივი ასევე უცხოური ბაზრებისთვის.

სპეციალიტები რომლებიც საწარმოში დასაქმდებიან, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იქნებიან გადამზადებულნი.

„თევზის წარმოების კუთხით ჩვენი ქვეყანა შეუდარებელია, მიხარია რომ ჩვენი წყლის რესურსების ათვისება ამ კუთხითაც მოხდება. მემორანდუმი, რომელსაც დღეს მოვაწერეთ ხელი, ისეთი პროექტის განხორციელებას გულისხმობს, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებს დანერგავს თევზის წარმოებაში, რაც ადგილობრივი ბაზრისთვის სიახლე იქნება, ეს კი კონკურენტუნარიანობას გაზრდის და დარგს განავითარებს,“ – განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.   

პარტნიორი მხარე ვალდებულებას იღებს გამოიკვლიოს სექტორი და წარმოადგინოს პროექტის დეტალური საინვესტიციო გეგმა, ხოლო საპარტნიორო ფონდი როგორც ადგილობრივი პარტნიორი პროექტის განხილვის და მოწონების შემდგომ ჩაერთვება პროექტის განხორციელებაში.

წყარო: GBC

Share