Home » მსოფლიო » ისლანდიაში 26 წამყვანი ბანკირი თავისუფლების აღკვეთით დასაჯეს
ისლანდიაში 26 წამყვანი ბანკირი თავისუფლების აღკვეთით დასაჯეს

ისლანდიაში 26 წამყვანი ბანკირი თავისუფლების აღკვეთით დასაჯეს

 

ამერიკის შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, სადაც სხვადასხვა ფინანსური კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები და მსხვილი ბანკირები გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობენ, ისლანდიაში სხვადასხვა დანაშაულების გამო 26 წამყვანი ბანკირი დააკავეს, პატიმრობა ჯამში 74 წლიან პერიოდს მოიცავს.

დაკავებულთა ძირითადი ნაწილი 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისაჯა. აქვე, ისიც აღსანიშნავია, რომ ისლანდიაში ფინანსური მაქინაციების გამო მაქსიმალური პატიმრობა 6 წელს მოიცავს, თუმცა მოსმენები გრძელდება და შესაძლოა, ეს ყველაფერი შეიცვალოს.

გამოძიება მიმდინარეობს 2001 წელს ფინანსური  სექტორის დერეგულირების შემდეგ დაფიქსირებული ფინანსური მაქინაციების ფაქტებზე. რამაც, საბოლოოდ, დიდი რაოდენობით საგარეო ვალის დაგროვება გამოიწვია, შესაბამისად 2008 წელს მთლიანი საბანკო სექტორი კრახის წინაშე დააყენა.

აღნიშნული საგარეო ვალების ნაწილის გასტუმრება თავის თავზე აიღო ისლანდიურმა საზოგადოებამ. ამავდროულად, მიმდინარე ვალის გადახდა დღემდე მიმდინარეობს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვადასხვა სახელმწიფოების მიერ.

„გასულ კვირას, ისლანდიის უზენაისმა სასამართლომ და რეიკიავიკის რეგიონალურმა სასამართლომ Landsbankinn-ის სამ და Kaupping-ის ორ გენერალურ მენეჯერს, ერთ-ერთ ცნობილ ინვესტორთან ერთად შუფარდა პატიმრობა 2008 წლის ფინანსური კრიზისის პერიოდშ ჩადენილი დანაშაულებების გამო. მათთან ერთად დაკავებულია კიდევ რამდენიმე პირი. საერთო ჯამში დამნაშავეთა რაოდენობამ 26-ს მიაღწია“

– წერს ისლანდიური პრესა.

შეერთებულ შტატებში არცერთ ბანკირს, აღმასრულებელ დირექტოსა თუ სხვა თანამდებობის პირს, არ შექმნია პრობლემა მართმსაჯულებასთან, მითუმეტეს რომ, თვითონ აშშ-მ დააჩქარა  ფინანსური კრიზისის ტემპები. კითხვაზე, თუ როგორ შეძლო ისლანდიამ გლობალური ფინანსური კრიზისიდან თავის დაღწევა, საინტერესო პასუხი გასცა ისლანდიის პრეზიდენტმა ოლაფუს რაგნარმა.

„ჩვენ გამოვიჩინეთ გონიერება და უარი ვთქვით დასავლეთში გაბატონებულ, ტრადიციულ აქსიომებზე. ჩვენ წარვუდგინეთ მსოფლიო ახალი სავალუტო კონტროლი, ჩვენ „მივეცით“ ბანკებს კრახის საშუალება, დავიცავით ხალხი კრიზისისგან და სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით უარი ვთქვით მკაცრ პოლიტიკურ საზომებზე“, – თქვა ოლაფუს რაგნარმა.

როდესაც ისლანდიაში თანამდებობის პირების დაკავება მიმდინარეობდა, აშშ საპირისპიროს აკეთებდა. კონგრესი ამერიკულ ბანკებს, ფინანსური კრიზისის პერიოდში 700 მილიარდი დოლარით დაეხმარა, რის შედეგადაც ამერიკული ფინანსური ინსტიტუტებისა და ბანკების მოგება საგრძნობლად გაიზარდა. ის ანგარიშსწორებები, რისი მეშვეობითავ მოხდა ისლანდიელი ბანკირების დაკავება, საერთოდ არ არსებობს ამერიკული მხარის შემთხვევაში. როგორც ჩანს, ფინანსური „სამყაროს მმართველები“, ამავდროულად პოლიტიკასაც აკონტროლებენ, შესაბამისად არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რომ 2008 წლის ფინანსული კრიზისის მთავარი მანიპულატორები დაისაჯონ.

Share