შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 340.5 მლნ აშშ დოლარით შეამცირა. ძირითადად კი, საუბარია, ბიძინა ივანიშვილის მიერ აქტივების ფონდ „ქართუსთვის“ გადაცემაზე.
„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ ქონების ნაწილის „ქართუზე“ გადააფორმებამ, ალბათ, მართლაც გამოიწვია ეს ცვლილება. როგორც ჯაფარიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, ასეთი ტექნიკური მიზეზების მოყვანა მცდელობაა – დაარწმუნონ, პირველ რიგში საკუთარი მხარდამჭერები, რომ არაფერი კატასტროფული არ ხდება ქვეყანაში.
ერთადერთი წყარო ჩვენი ეკონომიკის განვითარების არის გარედან შემოსული ფული. იმან, რომ ბიძინა ივანიშვილმა „ქართუზე“ გადააფორმა თავისი ქონების ნაწილი, ალბათ, მართლაც გამოიწვია ტექნიკურად ეს ცვლილება, მაგრამ ისეთი ეკონომიკური გარემოს დედაც ვატირე, რომელიც ერთ პანამელ ინვესტორზეა ჩამოკიდებული.
ეს ხომ თავისთავად აჩვენებს თუ რა კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ. იმაზე ვართ დამოკიდებული ივანიშვილი პანამიდან საკუთარი კაპიტალის რა ნაწილს ჩაატრიალებს ქვეყნის ეკონომიკაში. ამაზე რომ ხარ ჩამოკიდებული ეს უკვე სერიოზული პრობლემაა,“-განაცხადა ზურა გირჩი ჯაფარიძემ.
bpn.ge