Home » მსოფლიო » ირლანდიაში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება შეჩერდა

ირლანდიაში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება შეჩერდა

ირლანდიის რესპუბლიკაში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება შეჩერდა.

ირლანდიის იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული კომიტეტის (NIAC) განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ნორვეგიაში ვაქცინირებულ ზრდასრულ ადამიანებში სისხლის შედედების არაერთი გამოვლინება გახდა.

გასულ კვირას AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება უსაფრთხოების მიზნით, დანიასა და ნორვეგიაშიც მას შემდეგ შეაჩერეს, რაც ევროპის მედიკამენტების სააგენტომ გააჟღერა ინფორმაცია ”თრომბოემბოლიური მოვლენების” 30 შემთხვევის დაფიქსირების შესახებ იმ 5 მილიონ ადამიანს შორის, რომლებიც ევროპაში AstraZeneca- ს ვაქცინით აიცრნენ.

ამასთან, ევროპის მედიკამენტების სააგენტო აცხადებს, რომ ვაქცინაციის უპირატესობა აღემატება ვაქცინაციით გამოწვეულ რისკებს და ვაქცინის გამოყენება შესაძლებელია.

WHO: AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის განვითარებას შორის კავშირი არ არსებობს

Share