Home » მსოფლიო » ირანის ამბიციური გეგმები ნავთობს კიდევ უფრო აიაფებს
ირანის ამბიციური გეგმები ნავთობს კიდევ უფრო აიაფებს

ირანის ამბიციური გეგმები ნავთობს კიდევ უფრო აიაფებს

წარმოების არაადექვატური მაჩვენბლების ფონზე ნავთობის ფასი გუშინ ერთბაშად 4%-ით დაეცა და თითქმის ბოლო ერთი თვის მინიმალურ მაჩვენებელზე დაფიქსირდა. ოპეკის ნავთობის მინისტრისა და ვენესუელელი კოლეგის შეხვედრიდან, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ შედგა, ანალიტიკოსები მოპოვების შემცირების გადაწყვეტილებას მოელოდნენ. ვენესუელის ნავთობის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას შეხვედრას პროდუქტიული უწოდა, თუმცა ფაქტია, რომ ეს შეფასება ნავთობის მოპოვების მაჩვენებლებზე არ ასახულა.

ამასობაში სანქციებმოხსნილი ირანი აქტიურად ეძებს ნავთობის იმპორტიორ ქვეყნებს და ამ კუთხით უკვე გარკვეული შედეგიც დადო. ფრანგული სააგენტო შანას ცნობით, უმსხვილესი ნავთობ კომპანია ტოტალი ირანისგან დღეში 160 000 ბარელი ნავთობის იმპორტს მოახდენს. ამასთან ირანმა მიიღო გადაწყვეტილება დოლარზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, მის ახლად შეძენილ პარტნიორებს ნავთობი ევროში მიყიდოს. შედეგად ირანისა და ევროპული ქვეყნების სავაჭრო ურთიერთობები ახალი ფაზაში გადადის და ევროპული კომპანიები უკვე ირანში სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობის წამოწყებასაც გეგმავენ.

09.02.2016

„ადმირალ მარკეტსის“ ტრეიდერებს და ფორექსით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ დღევანდელი ფორექსის ბაზრის მოკლე მიმოხილვას.

დღეს  დოლართან მიმართებაში ძირითადი ვალუტები შემდეგნაირად გამოიყურებიან.

ევრო გამყარდა დოლართან მიმართებაში და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 1,1210 მიმდინარეობს.

შემცირდა ფუნტი სტერლინგი  დოლართან მიმართებაში  და ვაჭრობა 1,4434 ნიშნულთან მიმდინარეობს.

დოლარი შემცირდა იაპონურ იენასთან და ვაჭრობა 115.36 ნიშნულთან მიმდინარეობს.

ძვირფას ლითონებზე დღეს შემდეგი სურათია: ოქროზე ფასმა მოიმატა 3.28 %-ით და ვაჭრობა 1195.70 ნიშნულთან მიმდინარეობს.

მოიმატა ვერცხლის ფასმა 4,28 %-ით და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 15.41 ნიშნულთან მიმდინარეობს.

ნედლი ნავთობის ფასმა დაიკლო 3.27%-ით და ბარელზე შეადგინა 29.88 დოლარი.

წყარო

Share