Home » საზოგადოება » “ირანიდან შემოსული იაფფასიანი სამშენებლო მასალები პრობლემას უქმნის ადგილობრივ ფირმებს”
"ირანიდან შემოსული იაფფასიანი სამშენებლო მასალები პრობლემას უქმნის ადგილობრივ ფირმებს"

“ირანიდან შემოსული იაფფასიანი სამშენებლო მასალები პრობლემას უქმნის ადგილობრივ ფირმებს”

“ირანიდან შემოსული იაფფასიანი სამშენებლო მასალები პრობლემას უქმნის საქართველოში მწარმოებელ მასალების ფირმებს”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა სოსო არჩვაძემ, “პალიტრანიუსთან” განაცხადა.

“ეკონომიკის დაბალი ტემპი მშენებლობის ბრალი არ არის. მშენებლობის წილი ეკონომიკაში 9%-მდეა. მას, როგორც ასეთი, გავლენის მოხდენა ეკონომიკის ზრდაზე არ შეუძლია.

გასათვალისწინებელია ასევე ის, რომ მშენებლობა სწორედ ის დარგია, რომელსაც ბევრ დარგზე აქვს გასვლა, არის სხვა დარგებში დოვლათის მომხმარებელი და სწორედ იმის გამო, რომ მაგალითად, ირანიდან შემოდის შედარებით იაფფასიანი სამშენებლო მასალები – სამშენებლო მასალების მწარმოებელ ბევრ ფირმასა და ორგანიზაციას საქართველოში პრობლემები შეექმნა.” – აცხადებს სოსო არჩვაძე.

Share