Home » საზოგადოება » ირაკლი ზარქუა – პრივატიზაციის მოცულობა 150 მლნ-ის ფარგლებში გვაქვს დაგეგმილი, პირველი კვარტალი ჩავარდა, მერე რა ხდება? სახელმწიფო ქონების მიტაცება ხდება

ირაკლი ზარქუა – პრივატიზაციის მოცულობა 150 მლნ-ის ფარგლებში გვაქვს დაგეგმილი, პირველი კვარტალი ჩავარდა, მერე რა ხდება? სახელმწიფო ქონების მიტაცება ხდება

პრივატიზაციის მოცულობა 150 მილიონის ფარგლებში გვაქვს დაგეგმილი, პირველი კვარტალი ჩავარდა. მერე რა ხდება? ხდება მიტაცება სახელმწიფო ქონების“,- ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი „საჯარო სექტორში ინვენტარიზაციის პროცესის სისტემური შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის” მოსმენისას განაცხადა.

როგორც ზარქუამ განმარტა, ამ დრომდე უცნობია თუ რა აქტივს ფლობს სახელმწიფო.

„წლებია ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ. გასაგებია აუდიტი შეისწავლის დასხდებით მოვისმენთ და რა მერე? მერამდენე წელია ვსაუბრობთ, რომ ზუსტად განვსაზრვროთ, რა აქტივებს ფლობს სახელმწიფო, მათ შორის აქ საუბარი იყო სახელმწიფო კომპანიებზე.

ზოგს ნაშთი აქვს უსარგებლო, ზოგი სარგებლიანი და ვერ ვიყენებთ. კარგია, რომ აღწერა აუდიტის სამსახურმა. ძალიან მაინტერესებს რატომ არის ასე, რამ განაპირობა?

თუ ზერელე დამოკიდებულბაა, მაშინ ვინც არის პასუხისმგებელი დავემშვიდობოთ, წარმატებები ვუსურვოთ. თუ რამე ობიექტირ მიზიეზია, მაშინ კონკრეტულად უნდა მოვისმინოთ. 2021 წელია და კიდე ვსაუბრობთ, რომ სახელმწიფო რა აქტივს ფლობს არ ვიცით, მათ შორის არაფინანსურ აქტივებზეა საუბარი.

ფინანსური აქტივების ნაწილში, კიდევ შეიძლება რაღაც ბუღალტრულად დავინახოთ. წლებია გრძელდება, რომ ის ზარალიანი კომპანიები, რომელიც გვაქვს, ის აქტივები, რომელიც დამოკიდებულია სახლმწიფო ინსტიტუციაზე ან გავყიდოთ, ან ჩამოვწეროთ. ერთი და იგივეს ვაგრძელებთ.

მე მგონია, რომ აქ სხვა ინტერესი დევს. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მომავალ წელს ისევ მივუბრუნდეთ ამ თემს. ის სააგენტოები და სახელმწიფო კომპანიები, რომლებიც კიდევ ერთხელ წაუყრუებენ ან ზერელე დამოკიდებულებაში იქნებიან, გამოვავლინოთ“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

Share