Home » საზოგადოება » ირაკლი ზარქუა: პატარა პარტიები სააკაშვილის მძევლები არ უნდა გახდნენ, რადგან სააკაშვილის ინტერესი არ არის პოლიტიკური პროცესის ნორმალიზება

ირაკლი ზარქუა: პატარა პარტიები სააკაშვილის მძევლები არ უნდა გახდნენ, რადგან სააკაშვილის ინტერესი არ არის პოლიტიკური პროცესის ნორმალიზება

ვისაც უნდა შემოვიდეს პარლამენტში, ვისაც არ უნდა, თავი დაგვანებოს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობის მთავარი გამოწვევა ის კი არ არის, ვიღაც შევა თუ არა პარლამენტში, არამედ არის ის, რომ როგორ ვუმკურნალოთ უმუშევრობას, დასაქმებას და როგორ გავზარდოთ ჩვენი მოსახლეობის შემოსავალი.

„სააკაშვილის ინტერესი პოლიტიკური პროცესის ნორმალიზება არ არის. მისი ინტერესია რევოლუციური ხედვა და გზა. სხვათაშორის, იმ გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღოთ, თავიდანვე მაინც რევოლუცია იყო ჩვენი ამოცანაო. ამას ვეუბნებოდით იმ პატარა პარტიებს, რომლებსაც მოსახლეობაში მხარდაჭერა და ნიშა აქვთ, რომ ნუ გახდებიან მძევლები. აგერ არის ბურთი და მოედანი. ვისაც რამე იდეა ან ხედვა აქვს, ილაპარაკოს. რევოლუციების გზა – ეს კინო ნანახი გვაქვს, როგორც ამერიკის წარმომადგენელმა თქვა, როდესაც ჩამოვიდა. გადაყვეტილება ისაა, რომ ყველამ უნდა ვიმუშაოთ.

ჩვენი მოსახლეობის მთავარი გამოწვევა ის კი არ არის, ვიღაც შევა თუ არა პარლამენტში, არამედ არის ის, რომ როგორ ვუმკურნალოთ უმუშევრობას, დასაქმებას და როგორ გავზარდოთ ჩვენი მოსახლეობის განკარგვადი შემოსავალი. ვისაც უნდა შემოვიდეს, ვისაც არ უნდა, თავი დაგვანებოს”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმებისგან თავს იკავებს. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პარლამენტი საკითხს პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავს.

Share