Home » საზოგადოება » ირაკლი ზარქუა – ნამახვანჰესთან დაკავშირებით მეტი კომუნიკაცია გვმართებს

ირაკლი ზარქუა – ნამახვანჰესთან დაკავშირებით მეტი კომუნიკაცია გვმართებს

„ნამახვანჰესი, რომელიც გარდა იმისა, რომ 800 მილიონიან ინვესტიციას გულისხმობს, 30 მლნ უკვე დაურიგეს მოსახლეობას, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისთვისაც. ალბათ, მეტი კომუნიკაცია გვმართებს არა მხოლოდ ადგილობრივებთან. 1500-მდე ადგილობრივი დასაქმდება მუდმივად“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა აცხადებს.

მისი თქმით, ინფორმაციის ნაკლებობა სერიოზული პრობლემაა და აუცილებლად უნდა მოგვარდეს.

„2010-დან 2020 წლის ჩათვლით 8-ჯერ გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება, რადგან იზრდება ეკონომიკა, იზრდება მოხმარება და, ბუნებრივია, ეს საჭიროებს ელექტროენერგიის დამატებით წყაროს. 2019 წელს ჩვენ მილიარდ 600 მლნ კილოვატზე მეტი ენერგიის იმპორტი განვახორციელეთ და ეს იზრდება; ისევე, როგორც 2012 წლის 25 მილიარდიანი ეკონომიკა დღეს უკვე 50 მილიარდი ლარი გავხადეთ.

ნამახვანჰესი, რომელიც გარდა იმისა, რომ 800 მილიონიან ინვესტიციას გულისხმობს, 30 მლნ უკვე დაურიგეს მოსახლეობას, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისთვისაც. ალბათ, მეტი კომუნიკაცია გვმართებს არა მხოლოდ ადგილობრივებთან. 1500-მდე ადგილობრივი დასაქმდება მუდმივად.

იქ უნდა აშენდეს ჰესი. ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ალბათ მეტი კომუნიკაცია გვმართებს. მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს, დავიწყოთ კომუნიკაცია, ჩვენც ჩავერთვებით, მზად ვართ, რომ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას. როგორც ჩანს, ეს პრობლემა გვაქვს და უნდა მოვაგვაროთ“, – აღნიშნა დეპუტატმა.

Share