Home » საზოგადოება » ირაკლი ზარქუა – მოსახლეობა დაიღალა პოლიტიკური იწილო-ბიწილოთი, მთავარი გამოწვევა არის ეკონომიკა, დასაქმება და ხალხისთვის სიტუაციის შემსუბუქება

ირაკლი ზარქუა – მოსახლეობა დაიღალა პოლიტიკური იწილო-ბიწილოთი, მთავარი გამოწვევა არის ეკონომიკა, დასაქმება და ხალხისთვის სიტუაციის შემსუბუქება

მოსახლეობა დაიღალა პოლიტიკური იწილო-ბიწილოთი, შევლენ-არშევლენ, დიალოგი – არა, დამთავრდა ეს, მთავარი გამოწვევა არის ეკონომიკა, დასაქმება და ხალხისთვის სიტუაციის შემსუბუქება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

დამაზუსტებელ კითხვაზე, წყვეტს თუ არა ხელისუფლება დიალოგს ოპოზიციასთან, ზარქუა აცხადებს, რომ მთავარი არის, ხელისუფლება ეკონომიკაზე გადაერთოს. რაც შეეხება შეთანხმებას, ზარქუა ამბობს, რომ ამის სურვილი ოპოზიციას არ აქვს.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დიალოგი 4- ჯერ გავმართეთ და ყველგან ვამტკიცებდით, რომ საქართველოს 2012 წლიდან არ ჰყავს პოლიტპატიმრები და ეს სენატიდან და ევროპარლამენტიდანაც გაჟღერდა. ასევე, მეორე მნიშვნელოვანი დეტალი იყო ის, რომ არჩევნები იყო სამართლიანი, კონკურენტული და ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული. ვამბობდით, სანამ ეს საბოლოო შეხვედრა მოხდებოდა, არ არის სააკაშვილის ფრთის ინტერესი, რომ დიალოგი დამთავრდეს შეთანხმებით, ესეც დამტკიცდა, მათი ამოსავალი წერტილია ქაოსი, დესტაბილიზაცია. ამას არ უნდა მივცეთ ჩვენ გასაქანი, მათ შორის თქვენ (ჟურნალისტებს) ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გენიჭებათ, ვისაუბროთ ეკონომიკაზე,”- განაცხადა ზარქუამ.

Share