Home » ახალი ამბები » ირაკლი ზარქუა: გუნდში შიდადაპირისპირების არსებობა ოპოზიციონერების სურვილი, ფანტაზია და ოცნებაა, მაგრამ ვერ მოესწრებიან

ირაკლი ზარქუა: გუნდში შიდადაპირისპირების არსებობა ოპოზიციონერების სურვილი, ფანტაზია და ოცნებაა, მაგრამ ვერ მოესწრებიან

გუნდში შიდადაპირისპირება ესაა ოპოზიციონერების სურვილი, ფანტაზია და ოცნება, მაგრამ ამას ვერ მოესწრებიან, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ირაკლი ზარქუამ მედიასთან ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.

ზარქუას თქმით, გუნდში შიდადაპირისპირება არ არსებობს.

„უკვე წლებია ეს გვესმის. დაპირისპირება არ არსებობს. გუნდი ერთიანია ისე, როგორც არასდროს. რაც შეეხება ჯანსაღ დისკუსიას, პირიქით, ეს აუციელებლიცაა, წახალისებაც იყო ყოველთვის ჩვენს პარტიაში და ინტერვიუშიც ეს ხაზგასმული იყო. წლების განმავლობაში არაერთხელ გვქონია გუნდში დისკუსია, განსხვავებული მოსაზრება, კამათი, თუმცა ამას არ მოჰყოლია გუნდის დაშლა, ასე რომ ესაა ოპოზიციონერების სურვილი, ფანტაზია და ოცნება, მაგრამ ამას ვერ მოესწრებიან”, – განაცხადა ზარქუამ.

პირველ არხთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არ იქნება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, არ ექნება პოლიტიკური კონსულტაციები და საჯარო განცხადებები.

Share