Home » ბიზნესი » ირაკლი რუხაძე: ჩავედით საპენსიო სესხის პროცენტის ისეთ ნიშნულზე, რომლის შემდეგაც არანაირი აზრი აღარ აქვს პენსიების დარიგებას

ირაკლი რუხაძე: ჩავედით საპენსიო სესხის პროცენტის ისეთ ნიშნულზე, რომლის შემდეგაც არანაირი აზრი აღარ აქვს პენსიების დარიგებას

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძე აცხადებს, რომ ახლა ბანკს დაწეული აქვს საპენსიო სესხის პროცენტი ისეთ ნიშნულამდე, რომლის შემდეგაც არანაირი აზრი აღარ აქვს პენსიების დარიგებას.

„არჩევნების წინ მიზანმიმართულად მიდის ჩვენი ბანკის და ჩემი პირადი დისკრედიტაციის მცდელობა. ეს ყველაფერი ემყარება ან უბრალოდ სიცრუეს, ან იმას, რომ ადამიანებს ფაქტებით არ ესმით. ჩვენ გვაქვს საკმაოდ მახინჯი კონტრაქტი, რომელიც დაიდო 2011 წელს.

ეს კონტრაქტი უამრავი რაღაცის საშუალებას არ იძლევა, რამაც მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ჩვენ როგორც კი შეგვეძლო, დავწიეთ პროცენტი. 3 წლის წინ შემოვედით ამ ბანკში და ბანკის მოგება მაშინ იყო 22 მილიონი დოლარი.

ზუსტად ამ პროცენტების დაწევის გამო შემდეგ წელს მოგება იყო 13 მილიონი, იმის შემდეგ კი წაგებაზე გავედით. ახლა ჩავედით საპენსიო სესხის პროცენტის ისეთ ნიშნულზე, რომლის შემდეგაც არანაირი აზრი აღარ აქვს ამ პენსიების დარიგებას.

დღესდღეობით პენსიების დარიგების დანახარჯი აჭარბებს იმ შემოსავალს, რომელიც გვაქვს ამ პროდუქტისგან. ძალიან გვიხარია, რომ ეს კონტრაქტი გადაიხედება და შეიცვლება“, – აცხადებს რუხაძე.

Share