Home » ახალი ამბები » ირაკლი კოვზანაძემ სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

ირაკლი კოვზანაძემ სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„თქვენ ხართ ამ ქვეყნის მომავალი, განათლება ყველაზე დიდი კაპიტალია და გისურვებთ ცოდნის სახით მიღებული კაპიტალი სწორად გამოიყენოთ. ახალგაზრდების დაინტერესება და თქვენი ჩართულობა ეკონომიკური საკითხების მიმართ მნიშვნელოვანია“, – მიმართა ირაკლი კოვზანაძემ სტუდენტებს და მათ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისა და ეკონომიკური გამოწვევების შესახებ ესაუბრა.

კერძოდ, საუბარი შეეხო ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, ეკონომიკურ ზრდას, კორონაეკონომიკას და პანდემიით გამოწვეულ კრიზისს, ასევე საქართველოს სუვერენულ რეიტინგებს და სხვა საკითხებს.

შეხვედრის ფორმატის ფარგლებში გაიმართა დისკუსია. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

Share