Home » ფინანსები » ირაკლი კოვზანაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ირაკლი კოვზანაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

დღეს, საქართველოს პარლამენტში დეპუტატებმა მოისმინეს და ცნობად მიიღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ წარმოადგინა.

„ანგარიში 80-გვერდიანია და შინაარსობრივად მოიცავს კომიტეტთან არსებული კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების შედეგებს, კანონშემოქმედებით საქმიანობას, კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე საქმიანობას, საბიუჯეტო საქმიანობას, კომიტეტის საზედამხედველო უფლებამოსილებას, საბიუჯეტო კონტროლს, კომიტეტთან არსებულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურების ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის საქმიანობას და ამ მიმართულებით თითოეული ნაწილია აღწერილი ჩვენს ანგარიშში“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი ინფორმაციით, კომიტეტმა 2020 წლის განმავლობაში ჩაატარა 28 კომიტეტის სხდომა, რომელზეც განხილული იყო 647 საკითხი, მათ შორის, 318 საკითხზე კომიტეტი იყო წამყვანი.

კომიტეტმა მოისმინა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების 29 სხვადასხვა ანგარიში და 14 საბიუჯეტო განაცხადი.

Share