Home » ფინანსები » ირაკლი კოვზანაძე: საბანკო სექტორი ჩვენი უცხოელი პარტნიორების მიერ არის აშენებული

ირაკლი კოვზანაძე: საბანკო სექტორი ჩვენი უცხოელი პარტნიორების მიერ არის აშენებული

„საბანკო სექტორი ჩვენი უცხოელი პარტნიორების მიერ არის აშენებული”, – ამის შესახებ 31 დეკემბრის “საქმიან დილაში” საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ 2020 წლის შეჯამებისას განაცხადა.

კოვზანაძის თქმითვე, საბანკო სექტორი დღეს მნიშვნელოვან დარტყმებს იღებს.

„ჩვენ წამყვან ბანკებში ვხედავთ რამდენი ბიზნეს სესხია და როგორ ხდება მისი გადავადება. 15-20 წელია საბანკო სექტორი უცხოური ინსტიტუტების მიერ შენდებოდა, მათი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათი ინსტიტუციონალური ჩარევებით და ყველა კომპონენტის დაცვით.

კაპიტალის ბუფერებმა იმის საშუალება მოგვცა, რომ გარკვეული წლები ეს სეგმენტი მყარი და მდგრადია, ხოლო ამან გამოიწვია ის, რომ საბანკო სექტორი დარტყმებს უძლებს”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

წყარო: bm.ge

Share