Home » საზოგადოება » ირაკლი კოვზანაძე: პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველომ ევრობონდების გამოშვება წარმატებით დაასრულა

ირაკლი კოვზანაძე: პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველომ ევრობონდების გამოშვება წარმატებით დაასრულა

პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5-წლიანი ევრობონდების გამოშვება; 2.75 პროცენტიანი განაკვეთით, ასეთი დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქამდე არ დაფიქსირებულა ჩვენს რეგიონში, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისივე განცხადებით, ბიუჯეტმა მნიშვნელოვანი ეკონომია მიიღო, რომელიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 350 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

„მინდა, მივულოცო ფინანსთა სამინისტროს კარგი სამუშაოს შესრულება. ასევე, მადლობა გადავუხადო ტრანზაქციაში მონაწილე საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებს JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard და ადგილობრივ საინვესტიციო ბანკებს TBC Capital და Galt & Taggart-ს“ – წერს ირაკლი კოვზანაძე.

12 აპრილს საქართველომ 2011 წელს გამოშვებული ევრობონდები უკვე დაფარა და ფინანსთა სამინისტრო ახალი ევროობლიგაციების გამოშვებას გეგმავს.

Share