Home » ფინანსები » ირაკლი კოვზანაძე: ლარის გამყარების მთავარი ფაქტორი რეფინანსირების სესხების შემცირებაა

ირაკლი კოვზანაძე: ლარის გამყარების მთავარი ფაქტორი რეფინანსირების სესხების შემცირებაა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, ბოლო პერიოდში ლარის გამყარების უმთავრესი ფაქტორი რეფინანსირების სესხების შემცირებაა. ამის შესახებ bm.ge-ის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

“ვფიქრობ, ლარის გამყარება, ძირითადად, გამოწვეულია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მყისიერი აწევით – ჯერ ნახევარი პროცენტული პუნქტით და შემდეგ ერთი პროცენტული პუნქტით, რამაც რეფინანსირების სესხები თითქმის სამჯერ შეამცირა – ეს არის მთავარი ფაქტორი, რამაც გამოიწვია ლარის მკვეთრი გამყარება ბოლო პერიოდში. ესაა ჩემი ხედვა.

რა თქმა უნდა, არის სხვა ფაქტორები – ეკონომიკის ზრდა, ტურისტების ნაკადის მატება, მაგრამ მთავარი ფაქტორი მაინც რეფინანსირების სესხების შემცირებაა”,-განუცხადა bm.ge-ის ირაკლი კოვზანაძემ.

13:50 საათისთვის Bloomberg-ის სისტემაში ერთი დოლარი 3.1585 ლარი ღირს.

Share