Home » ახალი ამბები » ირაკლი კოვზანაძე ეროვნული ბანკის საბჭოს ახალარჩეულ წევრებს შეხვდა

ირაკლი კოვზანაძე ეროვნული ბანკის საბჭოს ახალარჩეულ წევრებს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ეროვნული ბანკის საბჭოს ახალარჩეულ წევრებს შეხვდა. კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართული სამუშაო შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა. ჯანმრთელობის პრობლემის გამო, ნიკოლოზ გაგუა შეხვედრას დისტანციურად დაესწრო.

საუბარი შეეხო ეკონომიკის არსებულ გამოწვევებს, ინფლაციას, ლარის კურს, საბანკო სისტემის ლიკვიდობას, მდგრადობას და სტაბილურობას, ასევე საფინანსო სექტორში გატარებულ რეფორმებს და სამომავლო გეგმებს.

ირაკლი კოვზანაძემ სებ-ის საბჭოს ახალ წევრებს წარმატება უსურვა და სამომავლოდ ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

დღეს პარლამენტმა სებ-ის საბჭოს წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ეკა მიქაბაძე და სებ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ეკა გალდავა კენჭისყრის შედეგად აირჩია.

Share