Home » საზოგადოება » ირაკლი კობახიძე – წლების განმავლობაში რაღაცნაირად ვეფერებოდით „ნაცმოძრაობას“, გვეშინოდა ჩვენთვის პრორუსის იარლიყი არ მოეწებებინათ
ირაკლი კობახიძე - წლების განმავლობაში რაღაცნაირად ვეფერებოდით „ნაცმოძრაობას“, გვეშინოდა ჩვენთვის პრორუსის იარლიყი არ მოეწებებინათ

ირაკლი კობახიძე – წლების განმავლობაში რაღაცნაირად ვეფერებოდით „ნაცმოძრაობას“, გვეშინოდა ჩვენთვის პრორუსის იარლიყი არ მოეწებებინათ

„ამ წლების განმავლობაში ჩვენ ყველა ერთად, მათ შორის, ხელისუფლებაც, საზოგადოებაც, რაღაცნაირად ვეფერებოდით „ნაციონალურ მოძრაობას“ და არ ვარქმევდით ყველაფერს თავის სახელს“, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟუნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ წლების განმავლობაში ეფერებოდა, რათა მათთვის პრორუსის იარლიყი არ მიეკერებინათ.

„ამ წლების განმავლობაში ჩვენ ყველა ერთად, მათ შორის, ხელისუფლებაც, საზოგადოებაც, რაღაცნაირად ვეფერებოდით „ნაციონალურ მოძრაობას“ და არ ვარქმევდით ყველაფერს თავის სახელს. როცა არის მტერი უნდა დაერქვას მას მტერი და ეს არის პრინციპული პოზიცია. ეს პოლიტიკიკური ძალა არის მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მიმართ, ასეთი იყო ეს პოლიტიკური ძალა 20102 წლამდე, ასეთი არის ეს პოლირიტიკური ძალა 2012 წლის შემდეგ. ეს არის გამოხატული არამხოლოდ მათ ზოგად პოლიტიკაში, არამედ ყველა კონკრეტულ ნაბიჯში, რომელიც ამ პოლიტიკური ძალის მიერ იდგმება. მათ შორის, პარლამენტში, ერთი და მეორე განშტოება, რომელიც წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, მუდმივად წარადგენა ისეთ ინიციატივებს, რომელიც პირიდაპირ აზიანებდა სახელმწიფოს ინტერესებს. ჩვენ მათ ვეფერებოდით, გვეშინოდა მათ ჩვენთვის არ მოეწებათ პრორუსის იარლიყი. ეს იარლიყი ზედმიწევნით შეეფერება სწორედ ამ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ყველაფერმა გააკეთა 2012 წლამდე იმისთვის, რომ რუსეთის ინტერესები ყოფილიყო მაქსიმალურად რეალიზებული ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს რეგიონში. მათი პოლიტიკის შედეგი იყო ორი რეგიონის სრული ოკუპაცია, ამის შედეგი იყო ასეულობით ადამიანი დაღუპული, ამის შედეგი იყო რომ ასიათასობით დევნილი ჩვენს ქვეყანაში, ეს იყო „ნაცმოძრაობის“ თანმიმდევრული, მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგი. ამას უნდა დაერქვას თავისი სახელი“, – განაცხადა კობახიძემ.

Share