Home » საზოგადოება » ირაკლი ხმალაძე – „სითი პარკი“ მოქალაქეებს უკანონო ჯარიმებს უწერს
ირაკლი ხმალაძე – „სითი პარკი“ მოქალაქეებს უკანონო ჯარიმებს უწერს

ირაკლი ხმალაძე – „სითი პარკი“ მოქალაქეებს უკანონო ჯარიმებს უწერს

„სითი პარკი“ თბილისის მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას არღვევს”

აღნიშნული თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა .

ხმალაძის თქმით, „სითი პარკი“ უკანონო ჯარიმებს წერს და მოქალაქეებს ამ ჯარიმების გასაუქმებლად ხანგრძლივი პროცესების გავლა უწევთ.

„სითი პარკს“ ამის გაკეთების უფლება ნამდვილად არ აქვს”, – განაცხადა ხმალაძემ.

როგორც თბილისის ვიცე-მერმა აღნიშნა, თბილისის მერიამ „სითი პარკს“ შეტყობინება გაუგზავნა და ამ დარღვევის გამოსწორება მოსთხოვა.

„გარკვეული პერიოდის განმავლობაში დავინახავთ, მოახდინა თუ არა კომპანიამ ხარვეზის აღმოფხვრა. ჩავთვალოთ, დაკვირვების რეჟიმში ვართ და ვუყურებთ, კომპანია ამ უფლების გამოყენებას როგორ გააგრძელებს. თუ ამ პრაქტიკის გაგრძელება მოხდა და კომპანია უკანონო ჯარიმების გამოწერას, პროცედურების დარღვევით მოქალაქეების დაჯარიმებას გააგრძელებს, „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას აუცილებლად შევწყვეტთ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

1tv.ge

Share