Home » საზოგადოება » ირაკლი იაშვილი: ნამახვანჰესთან დაკავშირებული პროცესი აპოლიტიკური უნდა გახდეს

ირაკლი იაშვილი: ნამახვანჰესთან დაკავშირებული პროცესი აპოლიტიკური უნდა გახდეს

ნამახვანჰესთან დაკავშირებული პროცესი აპოლიტიკური უნდა გახდეს, – ამის შესახებ „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი აცხადებს.

ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ნებისმიერ პროცესში სიმართლე გამოსავალია.

“თუ სიმართლე იმარჯვებს – იმარჯვებს ყველა მხარე. ამ შემთხვევაში დავინახე ჯანსაღი პროტესტის ნაწილი, ადამიანები რეალურად განიცდიან ეკოლოგიურ საკითხებს. რა თქმა უნდა, დაგვიანებულია კომუნიკაცია, თუმცა ინვესტორის საქმე არაა ხალხთან ურთიერთობის მოგვარება, ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა.

ე.წ გაიდლაინებია შესაქმნელი თუ როგორ იმოქმედოს სახელმწიფომ და ბიზნესმა.

მოთხოვნების ნაწილი პოლიტიკურია და არ მსურს ამის განხილვა. პროცესი უნდა იყოს პოლიტიკის მიღმა. ჩემთვის ნამახვანჰესის, და ზოგადად მსგავსი პროექტების, მნიშვნელობა პირდაპირ დაკავშირებულია ენერგოდამოუკიდებლობაზე რაც უდრის ქვეყნის დამოუკიდებლობას.

პროცესის დაგვიანებამ გამოიწვია დამატებითი კითხვები და უნდობლობა, მაგრამ გვიანი არ არის ამის გამოსწორება”, – განაცხადა ირაკლი იაშვილმა.

Share