Home » ეკონომიკა » ირაკლი იაშვილი: მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობას ეკონომიკისთვის ეფექტი არ მოაქვს

ირაკლი იაშვილი: მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობას ეკონომიკისთვის ეფექტი არ მოაქვს

„ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი მთავრობის იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს ნაბიჯი არასწორი იყო.

“დეველოპერებს რომ ფული მისცეს რა ამით? რა შედეგი მიიღო ამით ეკონომიკამ? ასეთი ნაბიჯები არ უნდა გადაიდგას. ეს არასწორი იყო, იმიტომ კი არა, რომ ვინმეს რამეს ვერჩი, არამედ, თუ ეკონომიკაზე ვლაპარაკობთ და კრიზისიდან გამოსვლაზე, მაშინ სწორი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ეს მიდგომა არაფერში არ წერია.

დეველოპერმა, რომ რაღაც კორპუსი ააშენა, ამით ეკონომიკამ რა მოიგო? ეკონომიკის მამოძრავებელი ძალააა ძირითად კაპიტალში ინვესტიცია, ამაზე ხელშეწყობა რომ მოხდეს, მაშინ გავიგებ. ძირითადი კაპიტალი არის წარმოება და ასე შემდეგ, მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობას ეკონომიკისთვის არაფერი ეფექტი არ მოაქვს,“ – აცხადებს იაშვილი “ბიზნესპარტნიორთან”.

 

Share