Home » საზოგადოება » ირაკლი ღარიბაშვილი – წამლებზე გაზრდილ ფასს დროული რეაგირება სჭირდება

ირაკლი ღარიბაშვილი – წამლებზე გაზრდილ ფასს დროული რეაგირება სჭირდება

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იზიარებს საქსტატის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც წამლების ფასები 10%-ით არის გაზრდილი.

“წამლების პრობლემაა, მე სრულად ვიზიარებ და ეს საკითხი შესასწავლია. ამას სჭირდება ძალიან დროული რეაგირება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ კონკურენციის სააგენტო ამ თემით უკვე დაინტერესებულია და პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება.

“ჩვენ გვქონდა საუბარი ამის თაობაზე. ვიცი, რომ კონკურენციის სააგენტო აღნიშნული თემით დაინტერესებულია. გპირდებით, ამ პროცესს კიდევ უფრო დავაჩქარებ. მზად ვარ, პროცესში პარლამენტის ჩართულობაც უზრუნველვყოთ, იმისთვის, რომ ისედაც გაჭირვებული მოსახლეობისთვის მედიკამენტების ფასები ხელმისაწვდომი იყოს“, – განაცხადა პრემიერმა.

Share