Home » საზოგადოება » ირაკლი ღარიბაშვილი – სულ მალე ვაქცინაცია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც გახდება შესაძლებელი

ირაკლი ღარიბაშვილი – სულ მალე ვაქცინაცია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც გახდება შესაძლებელი

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წელს 300-მდე სოფლის ამბულატორია აღიჭურვება. როგორც მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, შესაბამის საკითხზე დღეს მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ.

„როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში კოროირუსის ვაქცინის პრიველი პარტია შემოვიდა. ჩვენ, პირველ რიგში,სამედიცინო პერსონალის აცრა დავიწყეთ. სულ მალე ვაქცინაცია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც გახდება შესაძლებელი. ასევე, მინდა გითხრათ, რომ დღეს ერთ-ერთი განსახილველი საკითხი შეეხება სწორედ პირველადი ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესნავების საკითხს. ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით, წელს 300-მდე სოფლის ამბულატორია აღიჭურვება, რაც კიდევ ერთხელ გააუმჯობესებს სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობებსა და პირველადი ჯანდაცვის სერვისებს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

Share