Home » ეკონომიკა » ირაკლი ღარიბაშვილი: ივნისში 15%-დან 18%-მდე ეკონომიკური ზრდა იქნება

ირაკლი ღარიბაშვილი: ივნისში 15%-დან 18%-მდე ეკონომიკური ზრდა იქნება

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ივნისში 15%-დან 18%-მდე ეკონომიკური ზრდა იქნება.

“როდესაც შეზღუდვების მოხსნა გადავწყვიტეთ, მაშინ ჩვენ ვიხელმძღვანელეთ მხოლოდ ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ახლაც თუ რამეს ვაკეთებთ, ყველაფერს ჩვენი ხალხისთვის ვაკეთებთ.

ჩვენს მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა კონკრეტული შედეგი გამოიღო, რაც აისახა იმაში, რომ აპრილში ჩვენ გვქონდა უპრეცედენტო 45%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც ნამდილად უპრეცედენტო იყო არა მხოლოდ რეგონში, არამედ ევროპის მასშტაბით.

მაისში გვქონდა ასევე ძალიან მაღალი, 25%-ის ფარგლებში ზრდა. წინასწარი ინფორმაცია მაქვს, რომ ივნისში ორნიშნა, 15%-დან 18%-მდე ეკონომიკური ზრდა გვექნება.

საბოლოო ჯამში გამოდის, რომ პირველი 6 თვის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება დაახლოებით 12%-ით.ამან დამატებითი რესურსების მობილიზების საშუალება მოგვცა ბიუჯეტში, მომზადდა შესაბამისი ცვლილებაც,რომელიც პარლამენტშია წარდგენილი“,- აღნიშნრა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Share