Home » ფინანსები » იპოთეკური სესხის სუბსიდირების ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 1-ელი სექტემბრიდან დღემდე, 298 სესხი გაიცა

იპოთეკური სესხის სუბსიდირების ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 1-ელი სექტემბრიდან დღემდე, 298 სესხი გაიცა

იპოთეკური სესხის სუბსიდირების ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 1-ელი სექტემბრიდან დღემდე, 300-მდე (298) სესხი გაიცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „აწარმოე საქართველოში“ განუცხადეს, დამტკიცებული ჯამური სესხის მოცულობა 33 319 585 ლარს შეადგინს.

ცნობისთვის, პროგრამა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა.

პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს სუბიექტს, რომელსაც: ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი; სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი; სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი. სესხის მაქსიმალური მოცულობა 200 000 ლარია.

თუმცა, დასაშვებია, რომ ასაშენებელი ბინის/სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 000 ლარს.

Share