Home » ფინანსები » იპოთეკური სესხის განაკვეთი 10-წლიან მინიმუმზეა – რას სთავაზობენ ბანკები კლიენტებს
იპოთეკური სესხის განაკვეთი 10-წლიან მინიმუმზეა – რას სთავაზობენ ბანკები კლიენტებს

იპოთეკური სესხის განაკვეთი 10-წლიან მინიმუმზეა – რას სთავაზობენ ბანკები კლიენტებს

იპოთეკური  სესხის განაკვეთი 10-წლიან მინიმუმზეა, თუმცა აშშ დოლარით დენომინირებულზე. ლარში განხილვადია  – ასეთია ბანკის ოფიციალური პასუხი, რაც ნაკლებადხელმისაწვდომობას ან ნაკლებად მიმზიდველი საპროცენტო განაკვეთის შეთავაზებას ნიშნავს.

წამყვანი ბანკების პირობები  თითქმის იდენტურია.  გამონაკლისია „ბაზისბანკი“, რომელმაც ახლახანს იპოთეკურ სესხზე OFFSET -ის შეთავაზებაზე განაცხადა, რაც 80%-ის  ანგარიშზე განთავსებისას  საბაზრო  განაკვეთის 5-ჯერ შემცირებას გულისხმობს. არასტანდარტული შეთავაზება აქვს 9%-მდე  განაკვეთით,  მხოლოდ პარტნიორ  დეველოპერებთან კობრენდული.

ყველაზე იაფი რესურსი ბანკებს ევროს სესხზე აქვს და პრიორიტეტულად  ამ ვალუტას სთავაზობენ მომხმარებელს, თუმცა ევროში გაცემული სესხების წილი მთლიან დაკრედიტებაში უმნიშვნელოა.

ამ დროისთვის ძირითადად გაიცემა  სტანდარტული (აშშ დოლარში);  LIBOR-ზე (საერთაშორისო ინდექსი)  და რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული, ცვლადი განაკვეთით.

უმსხვილესი აქტივების TOP-5-დან  ქართუ გამონაკლისია, რომელიც საცალო სესხებს საერთოდ არ გასცემს.

cxrili

წყარო: www.bpi.ge

Share