Home » ბიზნესი » iPlus კანქვეშა ჩიპებს აღარ შემოიტანს

iPlus კანქვეშა ჩიპებს აღარ შემოიტანს

iPlus-ში აცხადებენ, რომ საქართველოში კანქვეშა ჩიპები აღარ შემოვა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, შვედურ BioHax International-თან, რომელსაც ჩიპები უნდა მოეწოდებინა, კონტრაქტი გაწყვიტეს. მიზეზი კი მოქალაქეების მიერ ჩიპებისთვის რელიგიური დანიშნულების მინიჭებაა.

“აიპლიუსმა Biohax International თან კონტრაქტი გაწყვიტა!

რაც იმას ნიშნავს, რომ კანქვეშა ჩიპებს აღარ შემოვიტანთ!

მიზეზი მოქალაქეების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიისათვის რელიგიური დანიშნულების მინიჭება გახდა!

ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს მომხმარებელს და ვითვალისწინებთ მათი უმრავლესობის დამოკიდებულებას.

მიუხედავად იმის რომ ჩიპებს აღარ შემოვიტანთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მას არავითარი კავშირი არ გააჩნია რელიგიასთან და ეს თანამედრივე ტექნოლოგია მხოლოდ კომფორტსა და უსაფრთხოებას ემსახურება!

მარტო ის რად ღირს, როდესაც დედამიწაზე ყოველდღიურად მხოლოდ ავტოვაარიით საშუალოდ 4100 ადამიანი, ხოლო ყოველწლოურად 1.5 მილიონი იღუპება და ამ ადამიანებს რომ ჩიპი ჰქონოდათ ჩამონტაჟებული, მინიმუმ 30-40% გადარჩებოდა, რადგან უსწრაფესად მიიღებდა სამედიცინო პერსონალი ინფორმაციას პაციენტის სისხლის ჯგუფის, წნევის, ტემპერატურის, გულისცემის, ყველა წარსულში ჩატარებული სამედიცინო პროცედურის, ალერგიაზე და სხვა

უამრავ ისეთ ინფორმაციაზე, რა ინფორმაციის მომენტალურად ფლობასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სიცოცხლისათვის.

აქვე დავამატებთ რომ სიუჟეტის ავტორებმა აქ : https://fb.watch/aEFXHXOTtV/

სწორად აღნიშნეს რომ პლასტიკურ ბარათებზეც იგივე დამოკიდებულება იყო წლების წინ, თუმცა ყველამ დავინახეთ რომ არავითარი ეშმაკი შიგ არ ჩაჯდა!

მოკლედ ასეა თუ ისე ჩვენ უარი განვაცხადეთ აღნიშნული ტექნოლოგიის საქართველოში შემოტანაზე

აიპლიუსი თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მიღწევებზე სრულად არ ამბობს უარს

უკვე რამოდენიმე კვირაა რაც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ჩვენი აპლიკაცია ეფლ სტორიდან და აიპლიუსში დაგერიცხებათ ბიტკოინები აგერ ლინკი: https://apps.apple.com/us/app/iplus-georgia/id1579771123″

Share