Home » ბიზნესი » iPhone+_ში მეორადი აიფონები არასოდეს გაყიდულა

iPhone+_ში მეორადი აიფონები არასოდეს გაყიდულა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა iPhone+_დან ამოღებული აიფონები მაღაზიას დაუბრუნა. iPhone+_ის მენეჯერის კახა სეფაშვილის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებული აიფონების უკან დაბრუნება ნიშნავს, რომ iPhone+_მა სიმართლე დაამტკიცა. “ფაქტი, რომ ფინანსურმა პოლიციამ რეალიზაციიდან ამოღებული ტელეფონები კომპანიას უკან გადასცა, ნიშნავს, რომ ჩვენთან მეორადი ტელეფონები არასოდეს გაყიდულა და მსგავსი ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ კონკურენტების სპეკულაცია იყო. ერთხელ და საბოლოოდ ყველას გაეცა პასუხი, რომ ჩვენთან მეორადი ტელეფონები არასოდეს გაყიდულა და ეს ყველაფერი ჩვენს დისკრედიტაციას ემსახურებოდა”, – აცხადებს კახა სეფაშვილი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური iPhone+_ის მაღაზიებში 2016 წლის ივნისში შევიდა და მეორადი ტელეფონების რეალიზაციის მიზეზით მობილური მოწყობილობები ამოიღო. iPhone+_ში აცხადებენ, რომ კომპანიამ ტელეფონების ამოღებით ფინანსური ზიანი განიცადა და განგებ შეილახა კომპანიის იმიჯი.

წყარო: პირველი რადიო

Share