Home » მსოფლიო » iPhone-ს ქართული კლავიატურა ოფიციალურად დაემატა
iPhone-ს ქართული კლავიატურა ოფიციალურად დაემატა

iPhone-ს ქართული კლავიატურა ოფიციალურად დაემატა

კომპანია Apple-მა კონფერენცია WWDC 2017-ის ფარგლებში თავისი საოპერაციო სისტემის ახალი ვერსია iOS 11 წარადგინა. წლევანდელი პრეზენტაცია განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა iPhone-ის ქართველ მომხმარებელთათვის, რადგან iOS 11-ის სატესტო ვერსიაში, ქართული კლავიატურაცაა.

აღსანიშნავია, რომ iOS ოპერაციული სისტემის ადრეულ ვერსიებში ქართული კლავიატურის გამოყენება მხოლოდ Jailbreak-ის შედეგად იყო შესაძლებელი, ამჟამად კი ქართულად ტექსტის აკრეფა გარე აპლიკაციის დაყენებითაა შესაძლებელი.   ახალ სისტემაში გამარტივებულია ყველა საბაზისო აპლიკაციის ინტერფეისი. მართვის პუნქტი ახლა ორის ნაცვლად ერთ ეკრანზეა განთავსებული. გაუმჯობესებულია ფოტოების დამუშავების პროგრამები.

Share