ათასობით აპლიკაცია არსებობს, რომლის დახმარებით სწრაფი ჩანიშვნის გაკეთება შეიძლება, მაგრამ მაინც ფურცლებს ვეძებთ. ვისაც ხელით წერა უყვარს აპლიკაციების ალტერნატივა – iPhone-ის სტიკერებიანი კორპუსი შეიქმნა. ალბათ, იკითხავთ – “რა საჭიროა სტიკერი, როცა ტელეფონშიც შეიძლება ჩანაწერის გაკეთება”?! ამაზე პასუხს თქვენ თვითონ იპოვით. დააკვირდით, რამდენი ადამიანი ეძებს ფურცელს მაშინ, როცა სმარტფონი თან აქვს.
კორპუსს, სულ მცირე, სამი უპირატესობა აქვს:
- დაცვა და ამორტიზაცია დავარდნის დროს.
- ეფექტური ვიზუალი.
- რაც უნდა იყოს, ჯერ კიდევ ხელით ვწერთ და ფურცელი მუდამ ჩვენს გვერდით იქნება.