Home » ახალი ამბები » იოსებ ოქრომელიძემ კასპში სპორტ–კომპლექსის მშენებლობის მიმდინარეობა დაათვალიერა
იოსებ ოქრომელიძემ კასპში სპორტ–კომპლექსის მშენებლობის მიმდინარეობა დაათვალიერა

იოსებ ოქრომელიძემ კასპში სპორტ–კომპლექსის მშენებლობის მიმდინარეობა დაათვალიერა

კასპში, 600 კაცზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების სპორტ–კომპლექსის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ ოქრომელიძემ, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გოჩა გოჩიტაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

სპორტული ობიექტის პროექტი მასშტაბურია და მოიცავს როგორც 600 კაცზე გათვლილ საშეჯიბრო დარბაზს, ასევე სავარჯიშო და ფიტნეს ცენტრებს. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ძველი სასტუმროს რეაბილიტაცია, სადაც კასპში სპორტული შეჯიბრებებისთვის ჩამოსული ქართველი და უცხოელი სპორტსმენები განთავსდებიან.

სპორტ-კომპლექსის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია „მსოფლიო ბანკისა“ და „კასპის მუნიციპალიტეტის“ დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 469 049 ლარს შეადგენს. თანამედროვე სტანდარტების სპორტ–კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს შპს „ბლოკ-ჯორჯია“ ასრულებს. მშენებლობა 2016 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

Share