Home » ეკონომიკა » იოსებ არჩვაძე: გლობალური ექსპორტის ვარდნის ფონზე, ადგილობრივი ექსპორტი 3.5%-ით ზრდა, გლობალურ ბაზრებზე ადგილობრივი პროდუქციის მზარდ კონკურენტუნარიანობას ადასტურებს

იოსებ არჩვაძე: გლობალური ექსპორტის ვარდნის ფონზე, ადგილობრივი ექსპორტი 3.5%-ით ზრდა, გლობალურ ბაზრებზე ადგილობრივი პროდუქციის მზარდ კონკურენტუნარიანობას ადასტურებს

ეკონომიკის ექსპერტის, იოსებ არჩვაძის განცხადებით, ეკონომიკაში არახელსაყრელი პირობების მიუხედავად, ადგილობრივი ექსპორტი ინარჩუნებდა მდგრადი განვითარების და ზრდის ვექტორს და წლის ყოველ მესამე თვეში ორნიშნა ზრდასაც კი აფიქსირებდა.

მისი თქმით, განსაკუთრებით წარმატებული იყო 2020 წლის ბოლო ოთხი თვე (სექტემბერი-დეკემბერი), რომელზეც მოვიდა ადგილობრივი ექსპორტის თითქმის 2/5 – წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 10.3 პროცენტით მეტი და წინა წლის საშუალო თვიურ მაჩვენებელზე – 20.3 პროცენტით მეტი.

იოსებ არჩვაძის განცხადებით, ადგილობრივი ექსპორტის რაოდენობრივ ზრდასთან ერთად უდავო წარმატებად უნდა ჩაითვალოს მისი დივერსიფიცირება ქვეყნების მიხედვით. – ექსპორტით პირველ სამ ადგილზე მყოფი ქვეყნების (ჩინეთი, რუსეთი, ბულგარეთი) წილი მთლიან ადგილობრივ ექსპორტში ნახევარზე ნაკლებია ((48.9%), ხოლო პირველ ადგილზე მყოფი ჩინეთის წილი – მხოლოდ 19.1 პროცენტი.

მისი თქმით, საექსპორტო რამდენიმეწლიანი კლების ტენდენციის შემდეგ საგრძნობი ზრდა (+43.4%) აჩვენა თხილის ექსპორტმა.

„აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ექსპორტის თანაფარნომენკლატურაში დობა ქვეყნის მთლიან შიგა პროდუქტთან 14.3 პროცენტია, რაც წინა წლის დონეს 1.0 პუნქტით აჭარბებს. ეს ანალოგიურ საშუალო მსოფლიო მაჩვენებელზე მაღალია (საშუალოდ მსოფლიოში – 14.0%), რაც ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკის ღიაობას და ფართო ჩართულობას შრომის საერთაშორისო დანაწილებაში. ამასთან, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით გლობალური ექსპორტის 7-პროცენტიანი ვარდნის და საქართველოს ეკონომიკის 5-პროცენტიანი შემცირების ფონზე ადგილობრივი ექსპორტის 3.5-პროცენტიანი ზრდა ცალსახად ადასტურებს სამამულო პროდუქციის მზარდ კონკურენტუნარიანობას გლობალურ ბაზრებზე და საგარეო სავაჭრო ურთიერთობებში მოპოვებული პოზიციის შენარჩუნებისა და გაფართოების კარგ პერსპექტივებს. აღნიშნული დიდწილად მიღწეულია საქართველოს ხელისუფლების ქართული ბიზნესისათვის თანმიმდევრული და სისტემური მხარდაჭერით როგორც წარმოების, ისე საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირებისა და მყარად დამკვიდრებისათვის“, – განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

გლობალური პანდემიის გამო, საქართველოს ექსპორტის მთლიანი მოცულობა 2020 წელს 12 პროცენტით შემცირდა, რაც მხოლოდ რეექსპორტის მკვეთრმა, თითქმის 2/5-ით შემცირებამ გამოიწვია. რეექსპორტისაგან განსხვავებით, ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) 2020 წელს 3.5 პროცენტით გაიზარდა და 2.4 მლრდ. აშშ დოლარს გადააჭარბა.

ადგილობრივმა ექსპორტმა საქართველოს ექსპორტის მთლიან მოცულობაში 72 პროცენტს მიაღწია, რაც თითქმის 11 პუნქტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (2019 წ. – 61.2%).

Share