Home » ბიზნესი » ინვესტორებს სჯერათ საქართველოსი და მზად არიან, კიდევ ხუთი წლით ჩადონ ფული – ოთარ შარიქაძე

ინვესტორებს სჯერათ საქართველოსი და მზად არიან, კიდევ ხუთი წლით ჩადონ ფული – ოთარ შარიქაძე

რეალობა არის ის, რომ ინვესტორებს სჯერათ საქართველოსი, სჯერათ ამ ინსტიტუციების და მზად არიან, რომ კიდევ ხუთი წლით ჩადონ ფული ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის” მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ ​განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა ფინანსთა სამინისტროს მიერ 500 მილიონი დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვებასთან დაკავშირებით, რომლის დაბალი საპროცენტო განაკვეთითაც, როგორც უწყებაში განმარტავენ, ბიუჯეტი 350 მილიონ ლარს დაზოგავს​.

„ამ პირობებში, რაც მსოფლიოში ხდება, ამ ტიპის განთავსების გაკეთება ასეთ მოკლე ვადებში თავიდან შეუძლებლად გვეჩვენებოდა, მაგრამ რეალობაა ის, რომ ინვესტორებს სჯერათ ამ ქვეყნის, სჯერათ ამ ინსტიტუციების და მზად არიან, რომ კიდევ ხუთი წლით ჩადონ ფული ამ ქვეყანაში.

ეს მნიშვნელოვანია არა მარტო იმიტომ, რომ ეკონომიაა ბიუჯეტისთვის, არამედ იმიტომ, რომ შემდგომი ემისიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დაფიქსირდა პროცენტის ძალიან დაბალი ნიშნული, რაც გამოყენებული იქნება შემდგომში ბენჩმარკად სხვა მსგავსი განთავსებისთვის.

ეს შეიძლება, იყოს ადგილობრივი განთავსებები, ასევე ევრობონდები. მგონია, რომ საქართველოს კაპიტალის ბაზარს კიდევ აქვს ზრდის პოტენციალი”, – განაცხადა ოთარ შარიქაძემ.

Share