Home » საზოგადოება » “ინტერნეტიზაციაზე წინასაარჩევნოდ ჰილარი კლინტონსაც იგივე პროგრამა ქონდა, რაც ჩვენ”
"ინტერნეტიზაციაზე წინასაარჩევნოდ ჰილარი კლინტონსაც იგივე პროგრამა ქონდა, რაც ჩვენ"

“ინტერნეტიზაციაზე წინასაარჩევნოდ ჰილარი კლინტონსაც იგივე პროგრამა ქონდა, რაც ჩვენ”

დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა კონსტიტუციით დარეგულირდება.

“ეს გულისხმობს სახელწმიფოს ვალდებულებას, გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები გადადგას ინტერნეტის ხელმისაწვდომობის კუთხით და მეორეს მხრივ, ეს გულისმხობს, მოქალაქეების უფლებას, რომ სასამართლოშიც კი დაიცვან უფლება, ჰქონდეთ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა.

სახელმწიფოს ვალდებულებები იზრდება ძალიან სერიოზულად. საქართველოს ის სახელმწიფოა, სადაც წინა არჩევნებზე ვთქვით, ვახორციელებთ გეგმას და ჩვენ პრაქტიკულად მთელი საქართველო უნდა მოვიცვათ სწრაფი და ხელმისაწვდომი ინტერნეტით მთელი მოსახლეობისთვის. გასულ წელს იყო არჩევნები შეერთებულ შტატებში და ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს ჰილარი კლინტონს ჰქონდა იგივე პროგრამა. თუ ის გაიმარჯვებდა, ამას გააკეთებდა მთელი ამერიკისთვის, რასაც ჩვენ ვახორციელებთ“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.

Share