Home » ბიზნესი » ინტერნეტ რეკლამა ქართულ ბაზარზე
„ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში“ საქართველო 25 ქულით თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა

ინტერნეტ რეკლამა ქართულ ბაზარზე

ინტერნეტ რეკლამა ქართულ ბაზარზე

ციფრული სივრცის განვითარების შედეგად, სწრაფი ტემპებით ვითარდება ინტერნეტ რეკლამირების სფერო, მათ შორის საქართველოშიც, სადაც ინტერნეტ რეკლამირების მოცულობა ბოლო 2 წლის მანძილზე 160%-ით არის გაზრდილი.

თანამედროვე ინტერნეტ მარკეტინგი საშუალებას იძლევა მოიზიდოთ მეტი პოტენციური მომხმარებელი, ნაკლები დანახარჯით.

რა არის ამისთვის საჭირო?

საქართველოსი განსაკუთრებით ეფექტურია სოციალური მედია მარკეტინგი და საძიებო სისტემებში (ძირითადად გუგლში) რეკლამირება.

ყველაზე გავრცელებული სოციალური მედია პლატფორმა ჩვენს ქვეყანაში ფეისბუქია, რომელშიც დაახლოებით 1.5 მილიონი ქართველია რეგისტრირებულია, ანუ ყოველი მეორე საქართველოს მოქალაქე.

ფეისბუქის მართვა  და რეკლამირება საშუალებას იძლევა მოიზიდოთ მიზნობრივი მომხმარებლები, ისინი, ვისაც ყველაზე მეტად აინტერესებს თქვენი პროდუქცია/მომსახურება.

თანაც, ფეისბუქი უფრო იაფი და ეფექტური საშუალებაა, ვიდრე ნებისმიერი სატელევიზიო რეკლამა.

ფეისბუქი ყველამ ისწავლა, თითქმის ყველა ცდილობს გახსნას ბიზნეს გვერდი და განახორციელოს რეკლამირება, ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია თქვენი ფეისბუქ გვერდი და რეკლამა იყოს გამორჩეული.

ამისათვის კი, საჭიროა მიმზიდველი და ბრენდირებული დიზაინის შექმნა და შეძლებისდაგვარად ეფექტური ფოტო გადაღება.

უამრავმა კვლევამ აჩვენა, რომ რაც უფრო ეფექტურ ფოტო და ვიდეო მასალას წარუდგენთ მომხმარებელს, მით უფრო დიდი მოთხოვნა იქნება თქვენს მომსახურებაზე მათგან.

 

Share