Home » საზოგადოება » ინსპექტირებული ავტომობილების 25%-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა
ინსპექტირებული ავტომობილების 25%-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა

ინსპექტირებული ავტომობილების 25%-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა

ინსპექტირებული ავტომობილების 25%-მა ტექდათვალიერება წარუმატებლად გაიარა. დაწუნებულ ავტომობილებს ხარვეზების გამოსასწორებლად ერთ თვიანი პერიოდი მიეცათ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ტექდათვალიერება აქამდე 4000-მა ავტომობილმა გაიარა, რაც მთლიანი ავტოპარკის 7%-ია. 1 თვის სტატისტიკას ეკონომიკის სამინისტრო თებერვლის დასაწყისში გამოაქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ პერიოდული რექნიკური ინსპექტირება 1-ლი იანვრიდან დაიწყო. ინსპექტირება პირველ ეტაპზე სამგზავრო და სატვირთო ავტომობილებს ეხება.

1-ლი ივლისიდან სავალდებულო ინსპექტირებას დაექვემდებარება იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ავტომობილებიც. 1-ლი ოქტომბრიდან კი დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები.

2019 წლის 1-ლი იანვრიდან ინსპექტირებას დანარჩენი ავტოპარკი გაივლის.

ალექსანდრე პირველი

Share