Home » საზოგადოება » ინდური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ინდიგო“ ქართულ ავიაბაზარზე ოპერირებას იწყებს
ინდური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ინდიგო“ ქართულ ავიაბაზარზე ოპერირებას იწყებს

ინდური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ინდიგო“ ქართულ ავიაბაზარზე ოპერირებას იწყებს

2020 წლის პირველი იანვრიდან ქართულ ბაზარზე ახალი ინდური ავიაკომპანია „ინდიგო“ იწყებს ოპერირებას, რომელიც დელი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით რეგულარულ რეისებს შეასრულებს.

როგორც „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოდგილე თეა ზაქარაძე აცხადებს, „ინდიგო“ არის კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი კომპანია, რომელიც ქართულ ავიაბაზარზე დაიწყებს ოპერირებას. თეა ზაქარაძის თქმით, მოლაპარაკებები კიდევ რამდენიმე ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს.

„ინდური ავიაკომპანია „ინდიგო“ პირველი იანვრიდან იწყებს ოპერირებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. „ინდიგო“ იწყებს ყოველდღიურ ფრენებს დელი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით. ანუ თვითმფრინავი ჩამოფრინდება დელიდან თბილისში, ასევე ლონდონის მგზავრებიც დაემატებიან და შესრულდება თბილისი-დელი-ლონდონის მიმართულებაც. ეს არის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველანაირად ვვითარდებით ამ კუთხით“, – განაცხადა „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილემ.

Share