Home » მსოფლიო » ინდონეზიამ „კოვაქსის“ სქემით AstraZeneca-ს ვაქცინის 1 მილიონზე მეტი დოზა მიიღო

ინდონეზიამ „კოვაქსის“ სქემით AstraZeneca-ს ვაქცინის 1 მილიონზე მეტი დოზა მიიღო

ინდონეზიამ AstraZeneca-ს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისათვის დაამტკიცა, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის სურსათისა და წამლის სააგენტოს ხელმძღვანელმა პენი ლუკიტომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინას 18 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქეების ასაცრელად გამოიყენებენ.

ამასთან, ინდონეზიაში „კოვაქსის“ სქემით ვაქცინის 1 მილიონზე მეტი დოზა ჩავიდა. მანამდე კი ქვეყანამ ჩინური კომპანია Sinovac Biotech-ს მიერ წარმოებული ვაქცინის 38 მილიონამდე დოზა მიიღო.

ინდონეზიაში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია იანვარში დაიწყო.

Share