Home » მსოფლიო » ინდოეთში ელექტროსიგარეტის მოხმარება და წარმოება აიკრძალა
ინდოეთში ელექტროსიგარეტის მოხმარება და წარმოება აიკრძალა

ინდოეთში ელექტროსიგარეტის მოხმარება და წარმოება აიკრძალა

ინდოეთის მთავრობამ დღეს ქვეყნის ტერიტორიაზე ელექტროსიგარეტების მოხმარება და წარმოება აკრძალა, წერს Hindustantimes-ი.

შესაბამისი განკარგულება ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ გამოსცა, რომელსაც მინისტრთა კაბინეტმა მხარი ერთხმად დაუჭირა. ინდოეთში ელექტროსიგარეტის აკრძალვის შესახებ ინიციატივით ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო 2019 წლის აგვისტოში გამოვიდა.

ჯანდაცვის სამინისტრომ ელექტროსიგარეტის წარმოების და მოხმარების აკრძალვა ითხოვა, კანონის დამრღვევებისთვის კი საჯარიმო სანქციები.

კანონპროექტის თანახმად, მეწარმეთათვის ფინანსური სანქცია(500 ათასი რუპია) $6,7 ათასიან ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო ელექტროსიგარეტის ხელმეორედ წარმოების შემთხვევაში პირს 3 წლით პატიმრობა ემუქრება. ელექტროსიგარეტის მომხმარებლებისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარიმა (100 ათასი რუპია) $1,38 ათასს შეადგენს.

imedinews.ge

Share