Home » მსოფლიო » ინდოეთში QNET-თან დაკავშირებულ თაღლითობის ფაქტზე 9 ადამიანი დააკავეს
ინდოეთში QNET-თან დაკავშირებულ თაღლითობის ფაქტზე 9 ადამიანი დააკავეს

ინდოეთში QNET-თან დაკავშირებულ თაღლითობის ფაქტზე 9 ადამიანი დააკავეს

როგორც indiatimes.com წერს,  თებერვლის თვეში ინდოეთის ქალაქ პუნას (მერვე უდიდესი მეტროპოლიური არეალი ინდოეთში და მეორე უდიდესი მაჰარაშტრის შტატში)  კიბერ კრიმინალურმა ფილიალმა 9 ეჭვმიტანილი დააპატიმრა თაღლითობის ბრალდებით.

დაკავებულთა შორის არის 2 ქალი, რომლებიც ონლაინ მარკეტინგულ თაღლითობაში არიან მხილებული. იანვარში 28 წლის მაშეჰმა პოლიციას საჩივრით მიმართა და სწორედ ამის შემდგომ მოხდა  9 ადამიანის დაკავება. სამართალდამცავები ჯერ კიდევ 2 ეჭვმიტანილს ეძებენ, რომლებიც ამ საქმეში არიან გარეული. მათ ასევე წაიღეს კომპიუტერები, მობილური ტელეფონი და წიგნები იმ მიზნით, რომ საჭირო ინფორმაციის მოძიება შეძლებოდათ. როგორც ირკვევა ეჭვმიტანილებს კავშირი აქვთ Qnet-თან, რომლის მეშვეობითაც თაღლითური ფინანსური ოპერაციები სრულდებოდა.

ეჭვმიტანილებმა უამრავი ადამიანის მოტყუება შეძლეს. ამ ადამიანებს ისინი ბიზნესის წამოწყებას, ნათესავების დასაქმებას და მათ ანგარიშებზე თანხის ჩარიცხვას პირდებოდნენ. ერთ-ერთ დაზარალებულს განუცხადეს, რომ ისინი QNet-ის ბიზნესს მართავდნენ და ამის შედეგად უფრო მარტივი გზით, დიდი მოგების მიღება იქნებოდა შესაძლებელი. მანე და მისი მეგობრები შეხვდნენ ეჭვმიტანილებს, რომლებმაც მათ მნიშვნელოვან შეხვედრაზე დასწრება მოსთხოვეს. შეხვედრის შემდეგ კი მანე და მისი მეგობრები მიხვდნენ, რომ თაღლითობის მსხვერპლი ხდებოდნენ. ელექტრონული ბანკის მეშვეობით თაღლითებმა მაინც მოასწრეს თანხების გადარიცხვა სხვადასხვა ანგარიშებზე. დაკავებულთა შორის აღმოჩნდა QNet-ის ერთ-ერთი უფროსი ოფიცერი მიშრა.

 

ლევან ლაგვილავა

Share