Home » მსოფლიო » ინდოელი პოლიტიკოსი: ფილოსოფიური თვალსაზრისით კორონავირუსი ცოცხალი ორგანიზმია და მასაც აქვს არსებობის უფლება

ინდოელი პოლიტიკოსი: ფილოსოფიური თვალსაზრისით კორონავირუსი ცოცხალი ორგანიზმია და მასაც აქვს არსებობის უფლება

ინდოელმა პოლიტიკოსმა, უტარაკჰანდის შტატის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ტრივენდრა სინგჰ რავატმა განაცხადა, რომ კორონავირუსსაც აქვს არსებობის უფლება. ამის შესახებ გამოცემა Navbharat Times-ი წერს.

მისი განცხადებით, ფილოსოფიური თვალსაზრისით, ვირუსი SARS-CoV-2 ისეთივე ცოცხალი ორგანიზმია, როგორც ადამიანი, და მასაც სურს ცხოვრება.

„ადამიანები თავს ყველაზე ჭკვიანებად თვლიან და კორონავირუსის განადგურებას ცდილობენ, ამიტომაც ის მუდმივად მუტაციას განიცდის. ამ დაავადებასთან საბრძოლველად კაცობრიობამ კორონავირუსის ქცევის წინასწარმეტყველება უნდა ისწავლოს“, – აცხადებს ინდოელი პოლიტიკოსი.

imedinews.ge

Share