წლევანდელი მარცვლეულის მოსავალი რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. ამის შესახებ დღეს, 2 დეკემბერს, რუსეთის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი პატრუშევმა სეზონური საველე სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ შეხვედრის დროს განაცხადა.

ბუნკერის წონაში მარცვლეულის მოცულობა ამჟამად 145 მილიონ ტონას აჭარბებს და მიუხედავად იმისა, რომ ამინდის გამო შესაძლოა დანაკარგები იყოს, რაოდენობა მაინც რეკორდულია.

„თუმცა, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ 2025 წლის მარცვლეულის მოსავალი თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა პატრუშევმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკვე გამოაცხადა 2025 წლის მარცვლეულის მოსავლის პროგნოზი რუსეთში: 135 მილიონი ტონა მარცვლეული წმინდა წონით.