აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, „იგლ ჰილსის“ ინვესტიციასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ქვეყანას აღნიშნული ინვესტიცია არათუ საფრთხეს შეუქმნის, არამედ, პირიქით - გააძლიერებს.

„აჭარაში 300-წლიანმა ოსმალურმა ასიმილაციამ ვერაფერი დააკლო ჩვენს ქართველობას! ინვესტიცია, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს აძლიერებს, რა თქმა უნდა, ვერ იქნება საფრთხე!“, - წერს ცოტნე ანანიძე.