Home » ბიზნესი » „იმპორტმა იკლო, რადგან მოთხოვნას შიდა ბაზარიც აკმაყოფილებს, ეს ადგილობრივ მეწარმეებზე დადებითად აისახა“

„იმპორტმა იკლო, რადგან მოთხოვნას შიდა ბაზარიც აკმაყოფილებს, ეს ადგილობრივ მეწარმეებზე დადებითად აისახა“

მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ 2021 წელს ფერმერებისთვის უფრო დიდი გამოწევის წინაშე იქნებიან, ვიდრე 2020 წელს.

„აგრო სექტორში არის დარგები, სადაც მეტად იგრძნობოდა პანდემიისგან გამოწვეული სირთულეები. მაგალითად, ხორც-პროდუქტების სექტორისთვის უფრო რთული იყო, რადგან დაიკეტა რესტორენები, სარიტუალო სახლები და ა.შ. თუმცა ეს მსოფლიოშიც ასე იყო, შემცირდა ხორცზე მოთხოვნა. დანარჩენ პროდუქტებზე რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემა არ ყოფილა, მაგრამ ყველა სექტორს თავისი გამოწვევბი ჰქონდა. ზოგიერთმა ონლაინ ვაჭრობის საშუალებით შეიმსუბუქა მდგომარეობა. მაგალითად, ბოსტნეულის კულტურებში, პანდემიის მიუხედავად, გაყიდვების შეფერხება დიდად არ იგრძნობოდა. ჩემი აზრით, პანდემიის სირთულეს სოფლის მეურნეობა 2021 წელს იგრძნობს, რადგან HoReCa სექტორი პარალიზებულია და რეალიზაცია ნაკლებია,“ – აღნიშნავს “ბიზნესპარტნიორთან” ბექა გონაშვილი.

ფერმერის თქმით, იმპორტმა იკლო, რადგან იმავე რაოდენობის პროდუქტი აღარაა საჭირო და მოთხოვნას შიდა ბაზარიც აკმაყოფილებს, ეს ადგილობრივ მეწარმეებზე დადებითად აისახა.

„მეორე საკითხია, რამდენად აქვს ხალხს შესაძლებლობა, ფულადი რესურსი პროდუქტის შესაძენად, დოლარის კურსის ცვილელება კი პირდაპირ აისახება პროდუქციის ფასებზე. გაძვირდა ხორბალი, სოიო, ზეთოვანი ნედლეული, მზესუმზირა და ა.შ. სამწუხაროდ, ჩვენთან მზესუმზირა არ იწარმოება ისეთი რაოდენობით, რომ მისგან დამზადებულმა ზეთმა შიდა ბაზრის მოთხოვნა დააკმაყოფილოს,“– აღნიშნა ბექა გონაშვილმა.

Share