Home » ეკონომიკა » აზიზ სალტიკი – იმპორტირებული ელექტროენერგია ადგილობრივი რესურსით უნდა ჩანაცვლდეს
აზიზ სალტიკი – იმპორტირებული ელექტროენერგია ადგილობრივი რესურსით უნდა ჩანაცვლდეს

აზიზ სალტიკი – იმპორტირებული ელექტროენერგია ადგილობრივი რესურსით უნდა ჩანაცვლდეს

“საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად მატულობს, იმპორტირებული ელექტროენერგია უნდა ჩანაცვლდეს ადგილობრივი რესურსით რისი პოტენციალიც საქართველოს ნამდვილად აქვს”

სასტუმრო თბილისი მერიოტშიევროკავშირსაქართველოს ბიზნეს საბჭოსორგანიზებით, გაიმართულ კონფერენციასგანახლებადი ენერგიის განვითარებაგზა ენერგოდამოუკიდებლობისკენ, ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე აზიზ სალტიკი დაესწრო.

,,ნამახვანიჰესი უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს ქართული ენერგო სისტემის მდგრადობის და ენერგოდამოუკიდებლობისკენ სვლის პროცესში. საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად მატულობს, იმპორტირებული ელექტროენერგია უნდა ჩანაცვლდეს ადგილობრივი რესურსით რისი პოტენციალიც საქართველოს ნამდვილად აქვს“, –  განაცხადა აზიზ სალტიკმა.

ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია, ქართულ ენერგო სექტორში 750 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტირებას გეგმავს.  ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის დაწყება 2019 წელს იგეგმება. ჰესების კასკადის მშენებლობა 15% გაზრდის ელექტროენერგიის შიდა წარმოებას.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ  ევროკავშირსაქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე, BP-ის რეგიონულ დირექტორ კრის შლიტერი, ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი თორნიკე რიჟვაძე, ბიზნეს სექტორის და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები.

Share