Home » ეკონომიკა » “იმედი გვაქვს, რომ 3%-ზე მაღალი იქნება ეკონომიკური ზრდა”
"იმედი გვაქვს, რომ 3%-ზე მაღალი იქნება ეკონომიკური ზრდა"

“იმედი გვაქვს, რომ 3%-ზე მაღალი იქნება ეკონომიკური ზრდა”

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური იმედოვნებს, რომ 2016 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3%-ზე მაღალი იქნება. როგორცნოდარ ხადურმა აღნიშნა, ამ თვალსაზრისით, იანვარი შედარებით სუსტი იყო.

”თებერვალსა და მარტში ეკონომიკური ზრდა მაღალი იყო. მარტში სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 3.4%-იანია მაჩვენებელი გამოაქვეყნა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 3%-ზე მაღალი იქნება ეკონომიკური ზრდა”, – განუცხადა ხადურმა ჟურნალისტებს.

Share