Home » მსოფლიო » ილონ მასკის განრიგი: როგორ ანაწილებს და რამდენ დროს უთმობს სამსახურსა და პირად ცხოვრებას
ილონ მასკის განრიგი: როგორ ანაწილებს და რამდენ დროს უთმობს სამსახურსა და პირად ცხოვრებას

ილონ მასკის განრიგი: როგორ ანაწილებს და რამდენ დროს უთმობს სამსახურსა და პირად ცხოვრებას

თუ თქვენ ილან მასკი ხართ, თქვენ შეიძლება კვირის განმვლობაში შემდეგი აქტივობებით იყოთ დაკავებული: ორი მულტიმილიარდიან კომპანიის მართვა, სამი დამატებითი სამუშაო, ფიქრი მარსზე, დროის გამოყოფა ხუთი შვილის სანახავად და ალბათ, რომანტიული საღამოს მოსაწყობადაც კი. 6 ივნისს ტესლას ყოველწლიურ შეხვედრაზე, ტესლას და SpaceX–ის აღმასრულებელმა დირექტორმა განმარტა თუ როგორ ატარებს ის თავის კვირას.

მასკის კვირის განრიგი ყველასთვის საინტერესო იყო წლების მანძილზე. როგორ ახერხებს ერთი ადამიანი ამდენი საქმის მართვას და ამავდროულად გეგმავს მარსზე გადასახლებას და ასწრებს Overwatch–ის თამაშს? Quartz–მა მასკის რამდენიმე წლის ინტერვიუები, სტატიები და ახლანდელი კომენტარები განიხილა, რათა მისი კვირის განრიგი განესაზღვრა.

მუშაობა, მუშაობა და მუშაობა. მაგრამ ასევე საკმარისი ძილი

რა გასაკვირია რომ Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელი თავის უმეტეს დროს კომპანიების მართვაში ატარებს. თავისი კომპანიების დაფუძნების შემდეგ ის კვირაში 80–დან 90 საათამდე ატარებს მუშაობაში. ასეთ სტრესულ პერიოდში ის ასევე ბევრ კოფეინს მოიხმარს. მასკი დღეში რვა ქილა დიეტურ კოლას და რამდენიმე დიდ ყავას ღებულობს. „იმდენად გავიჟღინთე რომ ვიგრძენი თითქოს პერიფერულ ხედვას ვკარგავდი,“ – ამბობს ის. ახლა მან დოზა შეამცირა:“ახლა, ოფისში მხოლოდ უკაფეინო დიეტური კოლა შემოგვაქვს.“

ძილი მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოჩნდა მასკის განრიგში. მასკმა დაასკვნა რომ ძილის შემცირებით ის დღეში ნაკლების შესრულებას ახერხებდა. ამის გამო მან შემდეგნაირი რუტინა განახორციელა: ის დილის შვიდ საათზე დგება და დასაძინებლად დილის პირველი საათის შემდეგ წვება. „ჩემთვის სწორი ციფრი დღეში 6–დან 6 ნახევარ საათამდეა,“ 2013 წელს Mountain View’s კომპიუტერული ისტორიის მუზეუმთან ინტერვიუში მან განაცხადა: „ძილი კარგია. შევამჩნიე რომ თუ საკმარის ძილს არ ვღებულობ ცუდ ხასიათზე ვდგები და ნაკლები სამუშაოს შესრულებას ვახერხებ, რადგან ჩემი გონებრივი სიმახვილე კლებულობს.“

მაგრამ როგორ ედრება ილან მასკის ცხოვრება საშუალო ამერიკელის ცხოვრებას? ერთის მხრივ, ილონ მასკი ორჯერ მეტს მუშაობს, ვიდრე საშუალო ამერიკელი. საშუალო მომუშავე 25–დან 54–წლამდე ა.შ.შ–ში 6.3 საათს მუშაობს დღეში (ან 8.8 საათს შაბათ–კვირის გამოკლებით), ა.შ.შ–ს მუშაობის სტატისტიკის ბიუროს მიხედვით. მასკი ყოველდღიურად დაახლოებით 12 საათს მუშაობს. მისი ძილი საშუალო ამერიკელის 20%–ს  და „დასვენების დრო“ კი საშუალო ამერიკელის 40%–ს შეადგენს.

როგორ ყოფს ილონ მასკი თავის დღეებს მუშაობას, ძილსა და პერსონალურს შორის.

ხუთ კომპანიაში მუშაობა

მასკმა 6 ივნისს განაცხადა რომ ის თავისი სამუშაო საათების დიდ ნაწილს (90%–ს მაინც) თავის ორ უდიდეს კომპანიას ახმარს, Tesla–სა და SpaceX–ს. დანარჩენი სამი კომპანია, რომლის თანადამფუძნებლია, მის დარჩენილ დროს მოიხმარს. 2013 წელს მასკმა აღწერა მისი განრიგი. ის ორშაბათს ლოს ანჯელესში SpaceX-ზე მუშაობს, შემდეგ სამშაბათ ღამეს სან ფრანცისკოში ჩადის, რათა ოთხშაბათს და ხუთშაბათს Tesla–ზე იმუშაოს და შემდეგ პარასკევს და შაბათ–კვირას კვლავ SpaceX–ზე მუშაობს. 6 ივნისს მან განაცხადა რომ ის Tesla–ზე ცოტათი მეტ დროს ხარჯავს ვიდრე SpaceX-ზე.

ოჯახის დრო

უცნობია თუ რამდენ ხანს ატარებს მასკი სახლში მაგრამ ეშლი ვენსთან ინტერვიუს მიხედვით, მასკის ხუთი ვაჟი კვირაში ოთხ დღეს მამამისთან ატარებს. ბიჭები ხშირად სტუმრობენ მასკის კალიფორნიის ქარხნებს და ასევე მიდიან სასეირნოდ. „მე ნორმალური მამა ვარ,“ განაცხადა მასკმა. „მე ბავშვებთან ნახევარ კვირაზე დიდხანს ვარ და მათთან ბევრ დროს ვატარებ. მე ასევე თან მიმყავს ისინი როდესაც ქალაქიდან გავდივარ.“

მისი რომანტიული ცხოვრების ნაწილი არც ისე სატრაბახოა. 2008 წელს ჟუსტინ მასკთან განქორწინების შემდეგ და მის მეორე ცოლთან, მსახიობ ტალულა რაილისთან განშორების შემდეგ მან „10 საათიანი“ გეგმა ახსენა.

„ვფიქრობ რომ ბიზნესებისთვის და ბავშვებისთვის მიძღვნილი დრო კარგად მიდის. მაგრამ მინდა რომ მეტი დრო მივუძღვნა ჩემს რომანტიულ ცხოვრებას. მინდა ვიპოვო მეგობარი გოგო. ამისთვის ცოტა მეტი დროის გამოყოფაა საჭირო. ვფიქრობ ხუთიდან ათ სააათამდე – რამდენი დრო ჭირდება ქალს კვირაში? ათი საათი ალბათ? ალბათ ეს მინიმუმია? არ ვიცი.“ ის და რაილი შერიგდნენ და თავიდან იქორწინეს 2013 წელს, მაგრამ ისინი კვლავ განშორების პირზე არიან. ამჟამად მასკი კვირაში 10 საათზე მეტს ატარებს მსახიობ ემბერ ჰერდთან.

ბევრი მუშოაბა და ცოტა თამაში

მასკს, რომელიც ადრე დღეში 10 საათს წიგნების კითხვაში ხარჯავდა, აქვს რამდენიმე სხვა ჰობიც. მათ შორისაა ვიდეო თამაშები. მასკმა ასევე მოყვა თავისი ჰობიების შესახევ 6 ივნისს.“ ვუსმენ მუსიკას მანქანაში, ვუყურებ ფილმებს, მაგრამ ამ ბოლო დროს ნაკლებად. ვერთობი ჩემს ბავშვებთან ერთად. ხანდახან დროს ვხარჯავ Twitter–ზე. მაგრამ ჩვეულებრივ უფრო მეტ დროს სამუშაოზე ვხარჯავ. „

შემდეგ მან Twitter–ზე კიდევ ერთი რუტინა აღწერა.

 „ცოტა წითელი ღვინო, ძველი ჩანაწერი, ამბიენტური მუსიკა … და მაგია!“

 

 

მომზადებულია QUARTZ-ის მიხედვით

ზაზა ხორბალაძე

Share